Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ბაგრამის ციხეზე” კონტროლს დღეიდან ავღანეთის ხელისუფლება აიღებს


აშშ დღეს ოფიციალურად გადასცემს ავღანეთის მთავრობას ბაგრამის საჰაერო ბაზასთან არსევუბულ სამხედრო ციხეზე კონტროლს. პარვანის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ავღანეთისთვის გადაბარებაზე შეთანხმების მიღწევის შესახებ ინფორმაცია შაბათს გავრცელდა. თავდაპირველი გეგმით, გადაბარება 9 მარტს უნდა მომხდარიყო, თუმცა, გადაიდო იმის გამო, რომ ვაშინგტონი და ქაბული ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას იმ პატიმართა ბედზე, რომლებსაც აშშ სამხედროები საშიშად თვლიან. მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს პატიმრები დარჩებიან პარვანის ციხეში ავღანეთის კანონის შესაბამისად.
XS
SM
MD
LG