Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობამ ნეგატიურად შეაფასა კვიპროს-ბრიუსელის შეთანხმება


რუსეთის მთავრობა ნეგატიურად აფასებს კვიპროსისა და ევროკავშირის ფინანსთა მინისტრების შეთანხმებას, რაც, მოსკოვის თქმით, დააზარალებს იმ რუს ინვესტორებს, რომლებსაც დეპოზიტები აქვთ კვიპროსის ბანკებში. ორშაბათს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა გარიგებას „ძარცვა“ უწოდა. „ვფიქრობ, რომ იქ ნაძარცვის ძარცვას აგრძელებენ, რის გამოც უნდა გავერკვეთ, თუ რით დასრულდება მთელი ეს ისტორია და რა გავლენას მოახდენს იგი მთელი საერთაშორისო-სავალუტო სისტემაზე და ჩვენ ინტერსებზე,“ - აღნიშნა მედვედევმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, კვიპროსისათვის უკვე გამოყოფილი 2.5 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის რესტრუქტურიზების თაობაზე. კვიპროსის ხელისუფლების მიერ მიღებული ანტიკრიზისული გეგმით, დაბეგვრას დაექვემდებარება 100 ათას ევროზე მეტი სიდიდის საბანკო დეპოზიტები. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია საპროცენტო განაკვეთის მოცულობა. მოელიან, რომ კვიპროსის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას საღამოს მიმართავს.
XS
SM
MD
LG