Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ჯალაღონია: ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება


ჟენევის დისკუსიის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. მისი განმარტებით, ფორმატის ცვლილების საკითხი აფხაზურმა მხარემ დასვა, თუმცა, არანაირი კომპონენტის შეცვლაზე საუბარი არ არის. დავით ჯალაღანიას ინფორმაციით, 26-27 მარტს ჟენევაში დისკუსიები შედგება ორივე, უსაფრთხობისა და სტაბილურობის და ჰუმანიტარული საკითხების სამუშაო ჯგუფებში. ”ჩვენ, როგორც ყოველთვის, დაინტერესებულნი ვართ, რომ დიალოგი იყოს კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული და იმედი გვაქვს, რომ დელეგაცია თბილისში, შესაძლოა, ხელშესახები შედეგით დაბრუნდეს" - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
XS
SM
MD
LG