Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მოულოდნელად ეწვია ავღანეთს


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უილიამ კერი ორშაბათს მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. სახელმწიფო მდივნის რანგში ეს ჯონ კერის პირველი ვიზიტია ავღანეთში და იგი ემთხვევა პერიოდს, როდესაც უცხოეთის სამხედრო ქვედანაყოფები 2014 წლისათვის ავღანეთიდან გასვლისათვის ემზადებიან. იგეგმება, რომ ჯონ კერი შეხვდება ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის და ავღანეთის სამთავრობო ძალებისათვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის საკითხებზე იმსჯელებს. „ჩვენ გვაქვს განუხრელი ვალდებულება ავღანეთის წინაშე, რომელიც ტრანზიციის შემდეგ გაგრძელდებაო“, - განაცხადა ავღანეთში ჩასულმა ჯონ კერიმ.
XS
SM
MD
LG