Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: პრეზიდენტმა იცრუა


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და მას ბრალი სიცრუეში დასდო. პრეზიდენტმა ახალქალაქში განაცხადა, რომ იქ საავტომობილო გზა გაწმენდილი არ არის და ამის გამო მოსახლეობას პრობლემები ექმნება. სამინისტრო კი აცხადებს, რომ გზა, რომელიც პრეზიდენტმა ახსენა, ყოველ ზამთარს იკეტება, რადგან ამ დროს საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე უხვი ნამქერი ხილვადობის დაქვეითებას იწვევს. ”ამ მონაკვეთზე, წლების განმავლობაში, რთულ კლიმატურ პერიოდში სისტემატურად იკრძალებოდა ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია განცხადებაში.
XS
SM
MD
LG