Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აგრარულ უნივერსიტეტს ისევ მიენიჭა ავტორიზაცია


საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს ისევ მიენიჭა ავტორიზაცია, რომელიც მას წელს, 12 მარტს გაუუქმეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ავტორიზაციის მინიჭება გადაწყდა ამავე ცენტრში ავტორიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გადაწყდა ასევე, რომ აგრარულ უნივერსიტეტს შეუძლია განახორციელოს ყველა აკრედიტებული პროგრამა. ავტორიზაციის საბჭოს შეფასებით, ხარვეზებიდან, რომლებიც გახდა აგრარული უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის შეჩერების მიზეზი, უმრავლესობა უკვე გამოსწორებულია. კვლავაც იწვევს კრიტიკულ შეფასებას ამ სასწავლებელში აკადემიური კონკურსების გამოცხადების წესი, თუმცა, საბჭოს წევრების თქმით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა გამოთქვამს მზადყოფნას ხარვეზების აღმოფხვრისა და პროფესორ-მასწავლებლების დანიშვნის კონკურსების მეტი გამჭვირვალობისათვის.
XS
SM
MD
LG