Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი გმობს ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მუქარას


პენტაგონი გმობს ჩრდილოეთ კორეის მუქარას, რომ მიზანში ჰყავს ამოღებული შეერთებული შტატების სამხედრო ბაზები. პენტაგონის თქმით, ის მზად არის ნებისმიერ შემთხვევაში რეაგირებისათვის. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ქვეყნის სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს მიზანში ჰყავთ ამოღებული კუნძულ ჰავაიზე განლაგებული აშშ-ის გუამის სამხედრო ბაზა და სამხედრო ბაზა ამერიკის კონტინენტზეც. ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთმა კორეამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომ ერთობლივ სამხედრო აქციას განახორციელებენ ჩრდილოეთ კორეიდან თუნდაც მცირე მასშტაბის იერიშის შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG