Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

BRICS-ი ახალი ბანკის შექმნაზე შეთანხმდა


ეკონომიკურად სწრაფად განვითარებადი ქვეყნების - ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკისაგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც BRICS-ს უწოდებენ, მიაღწია შეთანხმებას ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობი ახალი ბანკის შექმნაზე. ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა სამხრეთ აფრიკის ფინანსთა მინისტრმა, რომლის თქმითაც, ბანკის შექმნის გეგმის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადებენ BRICS-ის ლიდერების სამიტზე. სამიტი სამხრეთ აფრიკაში იმართება. ჩინეთის ახალი პრეზიდენტი სი ძინპინი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინხი, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი და სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯეკობ ზუმა, სავარაუდოდ, განიხილავენ მათ ქვეყნებს შორის ვაჭრობის გააქტიურების საკითხსაც.
XS
SM
MD
LG