Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბთა ლიგა მხარს უჭერს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას


არაბთა ლიგა მხარს უჭერს სირიელი მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებას. კერძოდ, არაბთა ლიგის სამიტზე მომზადებული დეკლარაციის პროექტში დადასტურებულია ”თითოეული სახელმწიფოს უფლება - თავდაცვის სფეროში ყველა სახის, მათ შორის - სამხედრო დახმარება გაუწიოს რეჯიმთან დაპირისპირებულ სირიელ ხალხს და სირიის თავისუფლების არმიას”. არაბთა ლიგის ორდღიანი სამიტი სამშაბათს კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიხსნა. დეკლარაციის პროექტში აგრეთვე არის მოწოდება რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, რომ მათ სირიის ნაციონალური კოალიცია სირიის ხალხის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად. სამიტის გახსნის პირველ დღეს არაბთა ლიგაში სირიის ადგილი ოფიციალურად დაიკაგვა სირიის ოპოზიციურმა ნაციონალურმა კოალიციამ. სირიის მთავრობამ არაბთა ლიგა ადგილის ”ბანდიტებისა და მკვლელებისთვის” გადაცემაში დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG