Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილების ერთსულოვნად მიღებას მიესალმნენ კეთრინ ეშტონი და შტეფან ფიულე


საქართველოში ”მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილების ერთსულოვნად მიღებას” მიესალმნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულე. მათი პრესმდივნების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიების კონსენსუსმა, რომელიც შეთანხმების საფუძვლად იქცა, აჩვენა, რომ ქართული პოლიტიკის ყველა მონაწილე ეროვნული ინტერესებისა და სწორი მმართველობის ერთგულია. ამავე განცხადების თანახმად, ”საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ახალი მთავრობის დანიშვნაში დემოკრატიულად არჩეული პარლამენტის როლს განამტკიცებს, აძლიერებს ქართულ დემოკრატიას და ქართულ პოლიტიკაში ყველა მხარის თანამშრომლობის მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის.” კეტრინ ეშტონი და შტეფან ფიულე მოუწოდებენ ყველა დაინტერესებულ მხარეს საქართველოში, ერთად და ასეთივე კონსტრუქციული სულისკვეთებით განაგრძონ მუშაობა ხალხის საკეთილდღეოდ.
XS
SM
MD
LG