Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა ფეხები დაბანა 12 მცირეწლოვან დამნაშავეს


რომის პაპმა ფრანცისკემ აღდგომის უძველესი ტრადიციის თანახმად დღეს ფეხები დაბანა 12 მცირეწლოვან დამნაშავეს. მათ შორის პირველად იყვნენ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც. აღდგომის წინა ხუთშაბათს ფეხების დაბანა არის უძველესი ტრადიცია, რომელიც სათავეს იღებს იესო ქრისტედან, რომელმაც ჯვარცმის წინა, ბოლო სერობაზე ფეხი დაბანა 12 მოციქულს. რომის პაპი დღეს მივიდა რომის გარეუბანში მდებარე მცირეწლოვანთ საპატიმროში, სადაც 12 დამნაშავეს შორის, ვისაც ფრანცისკემ ფეხები დაბანა, ერთი ბოსნიელი მუსლიმანი და ერთი იტალიელი კათოლიკე გოგოც იყო. საპყრობილეში რომის პაპმა ასევე აღასრულა ღვთისმსახურებაც, რომელსაც 35 პატიმარი ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG