Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს შვეულმფრენმა ავღანეთში ცხრა ეჭვმიტანილი ექსტრემისტი და ორი ბავშვი დახოცა


ხელისუფლების ინფორმაციით, ნატოს შვეულმფრენის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად თალიბანთან კავშირში ეჭვმიტანილი მებრძოლი და ორი ბავშვი დაიღუპა. ინცინდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ავღანეთის ღაზნის პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მსხვერპლი მოჰყვა ავღანეთისა და ნატოს კოალიციური ძალების ერთობლივ ოპერაციას, რომელიც შაბათ დილას ჩატარდა. ნატოს სარდლობის წარმომადგენლის მაიორ ადამ ვოიაკის თქმით, შვეულმფრენი შემთხვევის ადგილზე ავღანეთის პოლიციის პატრულზე ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გამოიძახეს.
XS
SM
MD
LG