Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერომ პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება მიიღო ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობაზე


გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სამშაბათს მიიღეს პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება , რომელიც ჩვეულებრივი შეიარაღებით ვაჭრობას არეგულირებს. ხელშეკრულებას მხარი 154 სახელმწიფომ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო სამი, 23-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი რომ ძალაში შევიდეს, მას არანაკლებს 50 სახელმწიფო რატიფიკაცია სჭირდება. ხელშეკრულების მოქმედება გავრცელდება შეიარაღების ყველა სახეობაზე, მათ შორის ტანკებსა და ჯავშანმანქანებზე, საარტილერიო სისტემებზე, საბრძოლო თვითმფრინავებსა და შვეულმფრენებზე. ჩამონათვალში ასევე შედის სამხედრო გემები, რაკეტები და სარაკეტო დანადგარები, მსუბუქი და ცეცხლსასროლი იარაღი. საერთაშორისო ხელშეკრულებას მხარი არ დაუჭირეს ირანმა, სირიამ და ჩრდილოეთ კორეამ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დოკუმენტი შესაძლებლობას მისცემს იარაღის ძირითად ექსპორტიორებს, რომ უკარნახოს პირობები მყიდველებს. რუსეთმა, თავი შეიკავა, რადგან იზიარებს მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების ზოგიერთი დებულება შესაძლოა არასწორად იქნეს განმარტებული ცალკეული სახელმწიფოების მიერ.
XS
SM
MD
LG