Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის ფარაჰის პროვინციაში თავდასხმაში ექვსი კაცი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა და ათზე მეტი დაიჭრა დასავლეთ ავღანეთში მომხდარი იერიშის შედეგად. აფეთქებას, რომელიც ოთხშაბათს ირანის საზღვართან ახლომდებარე ფარაჰის პროვინციაში მოხდა, მეყსეულად მოჰყვა ორმხრივი სროლაც მეამბოხეებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის. როგორც რადიო თავისუფლების ავღანური სამსახური იუწყება, აფეთქება მოაწყო ხუთმა ტერორისტმა, რომლებსაც თვითმკვლელის ჟილეტები ეცვათ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით აფეთქების შედეგად დაზიანდა არეალში განლაგებული ბევრი სამთავრობო შენობა, მათ შორის გუბერნატორი რეზიდენცია და ადგილობრივი ბანკი. მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG