Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბია და კოსოვო ერთმანეთს ადანაშაულებენ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში


სერბიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი კოსოვოელ ალბანელთა ლიდერებს ადანაშაულებს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობაში. მოლაპარაკებების მთავარი თემა ჩრდილოეთი კოსოვოს მომავალი იყო. სერბიის პრეზიდენტის მრჩეველმა მარკო ჯურიჩმა სერბიის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ბრიუსელში შეხვედრაზე ალბანელმა ლიდერებმა უარყვეს სერბიის წინადადებები. მანამდე კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ განაცხადა, რომ მისი დელეგაციის წინადადებებს სერბია ”ყოყმანით” შეხვდა. ბრიუსელში მოლაპარაკებების რვა რაუნდი ჩატარდა. პროცესი 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო. მთავარი საკითხი კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრები ეთნიკური სერბების სტატუსი იყო.
XS
SM
MD
LG