Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ნატოს ავიაიერიშს პოლიციელები და სამოქალაქო პირები შეეწირნენ


ავღანეთის ხელისუფლების ინფორმაციით ნატოს ავიაციის იერიშის შედეგად სულ მცირე ექვსი კაცი დაიღუპა, მათგან 4 პოლიციელია, ორი კი სამოქალაქო პირი. ვარაუდობენ, რომ ინცინდენტი ოთხშაბათ საღამოს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე გაზნის არასტაბილურ პროვინციაში მოხდა. ნატოს სამხედრო ავიაციამ პოლიციელები იმ დროს დაბომბა, როდესაც ისინი სოფელ სულაიმზაიში პატრულირებას ახორციელებდნენ, - აცხადებს ფაზალ აჰმადი, პროვინციის იმ რაიონის მმართველი, სადაც ინცინდენტი მოხდა. როგოც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, ნატოს ავიაცია არეალში ექსტრემისტების მიერ პოლიციის ნაწილზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ გამოიძახეს. ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ ინცინდენტის გამოძიება დაიწყოს, თუმცა კონკრეტულად საავიაციო იერიშის შესახებ არაფერს იუწყება.
XS
SM
MD
LG