Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ვიზიტს განაგრძობს


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განაგრძობს ვიზიტს თურქეთში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს სააკაშვილს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა უმასპინძლა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე „თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს და ყურადღება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე გაამახვილეს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა“. ამასთან, როგორც იუწყებიან, „მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ. შეხვედრისას, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება“.
XS
SM
MD
LG