Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ოპოზიციის მომხრეებმა მოითხოვეს აქტივისტების განთავისუფლება


მოსკოვის ცენტრში ასობით დემონსტრანტმა გამართა აქცია იმ პოლიტიკური აქტივისტების განთავისუფლების მოთხოვნით, რომლებიც პოლიციასთან შარშან მომხდარი შეტაკებების შემდეგ დააპატიმრეს. ნოვოპუშკინსკის პარკში გამართული აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პატიმრობაში მყოფი აქტივისტების ფოტოები და პლაკატები წარწერით „გაანთავისუფლეთ მძევლები“. იმ აქტივისტების ბედი, რომლებიც გასულ მაისში კრემლში ვლადიმირ პუტინის დაბრუნებამდე ცოტა ხნით ადრე დააპატიმრეს, ოპოზიციური მოძრაობისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა ქცეული.
XS
SM
MD
LG