Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერვეზ მუშარაფს საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის უფლება მისცეს


პაკისტანის საარჩევნო სისტემის წარმომადგენლების ცნობით, ქვეყნის ყოფილ სამხედრო ლიდერს, პერვეზ მუშარაფს, უფლება მიეცა მონაწილეობა მიიღოს მაისში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ეს გადაწყვეტილება კვირას მიიღეს აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჩიტრალის ოფიციალურმა პირებმა - მას შემდეგ, რაც კარაჩიში და სხვა ქალაქებში მუშარაფის განაცხადი უარყოფილ იქნა. მუშარაფი პაკისტანს თითქმის 10 წლის განმავლობაში მართავდა, მას შემდეგ რაც 1999 წელს ქვეყნის სამოქალაქო მთავრობა გადატრიალების ძალით დაემხო. პაკისტანში მუშარაფი გასულ თვეში დაბრუნდა. მანამდე საკუთარი ნებით თითქმის 4 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრობდა. პაკისტანში მას შესაძლოა რამდენიმე ბრალდება წაუყენონ, მათ შორის სამშობლოს ღალატი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG