Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი უარყოფს სამშვიდობო პროცესში თურქეთის ჩართვას


სამშვიდობო საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებებში ისრაელის წარმომადგენელმა, ციპი ლივნიმ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ თურქეთი ამ ეტაპზე რაიმე როლს შეასრულებს პალესტინელებთან მოლაპარაკებების განახლების პროცესში. ლივნი ამ განცხადებით კვირას გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში სტამბოლიდან ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი. უფრო ადრე კერიმ განაცხადა, თურქეთს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიაო. სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას კერიმ თურქეთს „დინამიკური და ენერგიული“ ქვეყანა უწოდა და თქვა, რომ სამშვიდობო პროცესისთვის მნიშვნელოვანი იქნება შერიგების ხელშეწყობა მეტოქე პალესტინურ ჯგუფებს, ჰამასსა და ფატაჰს შორის. კერიმ თურქეთის ოფიციალურ პირებს მოუწოდა გააუმჯობესონ ისრაელთან ურთიერთობა. ორი ქვეყნის ურთიერთობა სამი წლის წინ დაიძაბა - მას შემდეგ, რაც თურქეთის ცხრა მოქალაქე დაიღუპა ღაზის სექტორისაკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის თავდასხმის შედეგად. თურქეთი პირველი გაჩერება იყო ჯონ კერის ათდღიან ტურნეში, რომელიც მოიცავს ახლო აღმოსავლეთს, ევროპას და აზიას.
XS
SM
MD
LG