Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტთან ლიანდაგიდან გადავარდა საწვავით დატვირთული მატარებელი


ორშაბათს დილით თბილისის აეროპორტთან რელსებიდან გადავარდა საწვავით დატვირთული მატარებელი. სამოც ტონიანი ცისტერნებიდან დიზელის საწვავი იღვრება. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს მაშველები და მეხანძრეები მუშაობენ. ისინი ცდილობენ ცისტერნებში დარჩენილი ნავთობპროდუქტები ამოტუმბონ, რისთვისაც სპეცილური ტექნიკაა მობილიზებული. სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, რომ, სავარაუდოდ, იღვრება 240 ტონა ნავთობპროდუქტი. სამსახურის ამოცანაა საწვავის აალების თავიდან აცილება.
XS
SM
MD
LG