87 წლის ასაკში გარდაიცვალა მარგარეტ თეტჩერი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. მისი წარმომადგენლის თანახმად, თეტჩერის სიკვდილი ტვინში სისხლის ჩაქცევამ გამოიწვია. 1925 წლის 13 ოქტომბერს დაბადებული კონესრვატორი პოლიტიკოსი, „რკინის ლედიდ“ წოდებული მარგრეტ თეტჩერი, 1979 წლიდან, 1990-მდე იყო გაერთიანებული სამეფოს პრემიერი. ბრიტანეთის კონსერვატული პარტიის ყოფილმა ლიდერმა, მაიკლ ჰაუვორდმა მას ბრიტანეთის პოლიტიკის ტიტანი უწოდა: „ის ბრიტანეთის პოლიტიკის ტიტანი იყო. ჩემი აზრით, მან ჩვენი ქვეყანა გადაარჩინა, რადგან როცა 1979 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, ნამდვილი ეკონომიკური კრიზისი გვქონდა და ბევრი მოელოდა, რომ ქვეყანა უმართავი გახდებოდა. ჩემი აზრით, მან გადაარჩინა ქვეყანა, გარდაქმნა ეკონომიკა და ვფიქრობ, ის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი უდიდესი პრემიერ-მინისტრი“.
ყველაზე პოპულარული
1