Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაიროს კოპტურ ტაძართან შეტაკებისას ორი პირი დაიხოცა


ეგვიპტიდან იუწყებიან, რომ კაიროს კოპტულ, ქრისტანულ ტაძართან შეტაკებების დროს დახოცილთა რიცხვმა იმატა ორით. ძალადობა დაიწყო კვირას მას მერე, როცა ოთხი დახოცილი ქრისტიანის დასაფლავება გაიმართა. მგლოვიარეებსა და ადგილობრივ მოსახლეებს შორის შეტაკებისას პოლიციამ ცრემლდენი გაზი გამოიყენა. პრეზიდეტმა მურსიმ დაგმო ძალადობა კოპტური ეკლესიის მამათავარ, პაპ ტაუადროს მეორესთან სატელეფონო საუბრისას. პაპმა ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG