Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქებამ ცხრა ადამიანი შეიწირა


ავღანეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. ინციდენტი ვარდაკის პროვინციაში მოხდა. ბომბზე აფეთქდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ქაბულში მიემგზავრებოდა. ვარდაკის პროვინციის გუბერნატორის პრესმდივანი აცხადებს, რომ ავტობუსში მყოფთა შორის არიან დაჭრილებიც - სულ ცოტა, 22 ადამიანი..გუბერნატორის პრესმდივანმა თალიბანი დაადანაშაულა აფეთქებაში, თუმცა თვით თალიბანს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG