Accessibility links

ირანი: მიწისძვრას არ დაუზიანებია ბუშერის ბირთვული რეაქტორი


ირანში ბუშერის პროვინციის გუბერნატორი აცხადებს, რომ ბირთვული რეაქტორი არ დაუზიანებია ძლიერ მიწისძვრას, რომელმაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში სამი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ირანის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი კაკის რაიონში იყო. შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევის სააგენტოს მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 6,3-ს გადააჭარბა. ბუშერის პროვინციაში მდებარეობს ირანის ერთადერთი ატომური ელექტროსადგური.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG