Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები არ იგეგმება


საქართველოს საკმაოდ ეფექტური მთავრობა და კარგი მინისტრები ჰყავს და ცვლილებები არ იგეგმება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა მედიასაშუალებების მთავარ რედაქტორებთან დღევანდელი შეხვედრისას. ამასთან, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ორი მინისტრის და სამინისტროს მიმართ არსებობს შეკითხვები, მაგრამ ”არაფერი კატასტროფული არ ხდება.” პრემიერის თქმით, სუსტ რგოლებს პირადადაც ეხმარება და პრობლემებს სავარაუდოდ, შიგნითვე მოაგვარებენ. ”თუმცა, დასამალი არაფერი გვაქვს, სადღაც არის ცდომილებები და ერთ სამინისტროში საჭიროზე მეტი კითხვებიც არსებობს, რასაც ვიკლევთ და ამასაც გახსნილად გეტყვით”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG