Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილის თქმით, პრეზიდენტმა თავად უნდა გადაწყვიტოს როდის გამოვა პარლამენტში


ვარშავიდან ახლახან დაბრუნებულმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონელებს სთხოვა, სანამ პრეზიდენტი მათ ქვეყანაში იქნება, განსაკუთრებით გაუფრთხილდნენ მის ჯანმრთელობას - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თავად დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ცუდია, რომ პრეზიდენტს გარკვეული პრობლემები შეექმნა, მაგრამ კარგი ამბავია, რომ ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაფერია. რაც შეეხება პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას, დავით უსუფაშვილის განმარტებით, ამ თვალსაზრისით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს და გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მისაღებია.
XS
SM
MD
LG