Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დააკავეს სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელები


პატიმრის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავეს სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელები. საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება უკავშირდება 2012 წლის 24 თებერვალს მომხდარ ფაქტს, რომლის გამოც სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულნი არიან საპატიმრო დაწესებულების ორი განყოფილების ყოფილი უფროსები ლეჟავა და ფარჯანაძე. პროკურატურის ცნობითვე, ამჟამად მიმდინარეობს ამავე დაწესებულების ყოფილი დირექტორის თოლორდავას და პატიმრობის განყოფილების ყოფილი უფროსის ჩხეიძის ძებნა.
XS
SM
MD
LG