Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აფეთქებამ პოლიციელი შეიწირა


დაღესტანში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ერთი პოლიციელი, დაიჭრა მისი სამი თანამშრომელი. აფეთქება ქალაქ ბუინაკსკში, სკოლის შენობის მახლობლად მოხდა. მანამდე ორი დღე გასტანა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ დაღესტანის უნტსუკულის რაიონში. შეტაკება ხუთშაბათს დაიწყო მას შემდეგ, რაც უშიშროების ძალებმა ალყაში მოაქციეს ექსტრემისტების ჯგუფი. როგორც იუწყებიან, მოკლულია სამი ექსტრემისტი. ამასთან, უშიშროების ძალების, სულ ცოტა, ერთი წევრი დაიჭრა მას შემდეგ, რაც ბრძოლაში ჩაერთო ექსტრემისტების კიდევ ჯგუფი. ამავე რაიონში პარასკევს მოეწყო თავდასხმა ბლოკპოსტზე, თუმცა ცნობებში არაფერია ნათქვამია მსხვერპლის შესახებ.
XS
SM
MD
LG