Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ხოშტარია: „იშხანზე ბევრი შეცდომაა დაშვებული“


თურქეთიდან, იშხანიდან დაბრუნებული ქართველი სპეციალისტები იშხანის ტაძარზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს სავალალოდ აფასებენ. ისინი თვლიან, რომ დარღვეულია რესტავრაციის ყოველგვარი სტანდარტები. იშხანში ნანახის გამო, არქიტექტურის ისტორიკოსმა, დავით ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ბევრი შეცდომაა დაშვებული, რაღაც ზომა მისაღებია...“ . მისივე თქმით, უკვე მეოთხე კვირაა ტაძარზე სამუშაოები სპეციალისტების ზედამხედველობის გარეშე მიმდინარეობს. ექსპედიციის მონაწილეებიყ თანახმად, ეს სამუშაოები დროებით, ნაწილობრივ იყო შეჩერებული ქართველი და თურქი სპეციალისტების თხოვნის შედეგად. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთი მზად არის გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. ამ მიზნით, 17 აპრილს თურქეთში ქართველი სპეციალისტებისგან შემდგარი რვა წევრიანი დელეგაცია გაემგზავრება. საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, თურქულმა მხარემ, გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ მნიშვნელოვანი იქნება ქართველი სპეციალისტების ჩართვა რეკომენდაციებისა და მითითებების შესამუშავებლად, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს სამუშაოები იშხანზე და რა ხარვეზების გამოსწორებაა შესაძლებელი. თურქული მხარე თანახმაა გაითვალისწინოს ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციები იშხნის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ყველა ეტაპზე. ამის თაობაზე შეთანხმება მოხდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის და მისი თურქი კოლეგის შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG