Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ადგილობრივი არჩევნები სამხედროებმა და პოლიციელებმა დაიწყეს


ერაყის არმიის და პოლიციის წარმომადგენლებმა დაიწყეს ხმის მიცემა ამ ქვეყნის ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ერთ კვირაში გაიმართება. შაბათს თავის ხმას მისცემენ ნახევარ მილიონზე მეტი სამხედრო დაპოლიციელი. პირველი კენჭისყრა ტარდება მხოლოდ 12 პროვინციაში, დანარჩენ ექვს რეგიონში, უსაფრთხოების მოსაზრებით, პროცესი ჯერ არ დაწყებულა. ეს ერაყის პირველი არჩენვებია 2010 წლის შემდეგ, როცა საპარამნეტო არჩევნები ჩატარდა. ერაყში ხმის უფლების მქონე 15-ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG