Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამას ნაცვლად ერს მიმართა ექვსი წლის მოკლული ბიჭის დედამ


დედამ ექვსი წლის ბიჭისა, რომელიც ამერიკის ქალაქ ნიუტაუნში დაწყებით სკოლაში სროლის მსხვერპლი გახდა, შაბათს, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ნაცვლად გააკეთა ერისადმი ტრადიციული მიმართვა. ფრენსის უილერმა მოუწოდა ამერიკის კონგრესის წევრებს, გადაჭრით იმოქმედონ იარაღით ვაჭრობის კანონის გამკაცრების მიზნით. ეს მანამ უნდა გაკეთდეს, სანამ ჩვენი ტრაგედია თქვენი ტრაგედიაც არ გახდება, თქვა უილერმა, რომლის შვილი სხვა 19 ბავშვსა და ექვს მოზრდილთან ერთად, შარშან დეკემბერში სკოლაში დაიხოცნენ სროლის დროს. ამერიკის სენატმა ხმა მისცა იარაღით ვაჭრობაში შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის განხილვის დაწყებას.
XS
SM
MD
LG