პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა, მიიღო პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრის, სალამ ფაიადის გადადგომა. ბოლო დროს ორ ლიდერს შორის ურთიერთობა აშკარად გაუარესდა. მათი ურთიერთობა გამწვავდა, როცა ფაიადმა კვერი დაუკრა ფინანსთა მინისტრის, ნაბილ კასისის თანამდებობიდან განთავისუფლება. აბასი, რომელიც არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას, უცხოეთში იმყოფებოდა. გავრცეელდა ცნობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სატელეფონო საუბარი გამართა აბასთან და არწმუნებდა მას, გამოენახა საერთო ენა ფაიადთან.
ყველაზე პოპულარული
1