Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი ადასტურებს დათა ახალაიას წერილის აუთენტურობას


დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ადასტურებს, რომ "ფეისბუქში" გავრცელებული განცხადება, ნამდვილად დათა ახალაიას ეკუთვნის. ამის შესახებ ადვოკატმა ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა. დათა ახალაია „ფეისბუქით“ გავრცელებულ მიმართვაში მძიმე ბრალდებებს უყენებს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილს. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი,“- ნათქვამია დათა ახალაიას სახელით სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია 7 თვეა დევნილობაში იმყოფება.
XS
SM
MD
LG