პაკისტანმა უშიშროების ძალები განათავსა რეგიონში, სადაც, სულ ცოტა, 34 ადამიანი შეიწირა სამშაბათს მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ. 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი პაკისტანის მეზობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში დაფიქსირდა, მაგრამ მსხვერპლის შესახებ პაკისტანში მდებარე ბელუჯისტანის პროვინციიდან იუწყებიან. ირანში 27 ადამიანი დაშავდა. პაკისტანიდან გავრცელებული ცნობებით, ვერტმფრენებით ჩაჰყავთ სამედიცინო პერსონალი დაზარალებულ რეგიონებში დახმარების გასაწევად.
ყველაზე პოპულარული
1