Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებს ხვდება


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი ბრუისელში მართავს სამმხრივ შეხვედრას სერბიისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებთან, მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით. ეშტონი ჯერ ცალ-ცალკე ესაუბრა სერბიის პერმიერ-მინისტრ ივიცა დაჩიჩს და კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ თაჩის. საქმე ეხება მოლაპარაკების მოულოდნელ რაუნდს, რომელიც დაინიშნა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გადადო სერბია-კოსოვოს საკითხში ანგარიშის გამოქვეყნება. ამ ანგარიშში ბრიუსელმა უნდა გამოთქვას შეფასება, მზად არიან თუ არა სერბია და კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკების დასაწყებად. ევროკავშირში სერბიის ინტეგრაციის პროცესს უკავშირებენ კოსოვოსთან მისი ურთიერთობის გაუმჯობესებას. კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა სერბიისაგან დამოუკიდებლობა, რომელსაც ბელგრადი არ ცნობს.
XS
SM
MD
LG