Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტეხასში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა


ტეხასში, ქალაქ ვაკოსთან ახლოს სასუქის დამამზადებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შტატის ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები, თუმცა, მათი რაოდენობა უცნობია. აფეთქების მიზეზი არ არის დაზუსტებული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქარხნის ტერიტორიის გარეთ მდებარე შენობებიც დააზიანა. "სი–ენ–ენის" თანახმად, სულ ცოტა ორი ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა დროული ევაკუაციისთვის სხვა ტრანსპორტის გარდა 6 ვერტმფრენიც არის მობილიზებული.
XS
SM
MD
LG