Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია დათა ახალაიას საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ


სამართალდამცავებმა და ჟურნალისტებმა დილის 5 საათისთვის დატოვეს საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის ტერიტორია მას შემდეგ, რაც არ დადასტურდა ინფორმაცია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების დათა ახალაიას და სოსო თოფურიძის და სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ. ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას კვლავ უარყო, რომ დათა ახალაია საქართველოში დაბრუნებას დღეს აპირებს და ურჩია, მოვლენების განვითარებას დაელოდონ.
XS
SM
MD
LG