პაკისტანის ყოფილი სამხედრო მმართველი ფერვეზ მუშარაფი პოლიციამ გადაიყვანა ისლამაბადის პოლიციის მთავარ შენობაში ზედამხედველობის ქვეშ. მუშარაფის წარმომადგენელმა, მოჰამედ ამჯადმა განაცხადა, რომ ყოფილი გენერალი ორ დღეს გაატარებს პოლიციის სასტუმროში, სანამ სასამართლოში მოსმენები გაიმართებოდეს. ამჯადის თქმით, პოლიციამ მუშარაფი დააკავა პარასკევს, რადგან ვერ მოხერხდა შინა პატიმრობაში მისი მოთავსების ბიუროკრატიულად გაფორმება. მუშარაფის ადვოკატებმა გამოაცხადეს, რომ სურთ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. ისლამაბადის სასამართლომ მუშარაფის გირაო გაუქმა და მას ხუთშაბათს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა, თუმცა ყოფილი სამხედრო სასამართლოდან მიიმალა. 69 წლის მუშარაფს 2007 წელს კონსტიტუციის დარღვევა ბრალდება. ამ ბრალდებას, ხუთშაბათს ტერორიზმში დადანაშაულებაც დაემატა. მუშარაფმა მის პატიმრობაში მოთავსებას, თავისი ფეისბუკის გვერდის მეშვეობით, უწოდა ისლამაბადის სასამართლოს თვითნებური ქმედება. განაჩენი, მისივე აზრით, „პოლიტიკურადაა მოიტივირებული“. მუშარაფი სამშობლოში დაბრუნდა ნებაყოფლობითი ემიგრაციიდან და აპირებდა მაისის საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობას.
ყველაზე პოპულარული
1