სამაშველო სამსახურები განაგრძობენ მუშაობას ტეხასის შტატში მდებარე ობიექტზე, სასუქის საწარმოში, სადაც გუშინ დიდი აფეთქება მოხდა. ოფიციალურ პირებს უჭირთ მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დასახელება და აცხადებენ, რომ დახოცილია 15-მდე ადამიანი. პარასკევისთვის ნანგრევებში მიკვლეულია 12 გვამი. ქალაქი უესტი, სადაც საწარმო მდებარეობს, კატასტროფის რეგიონად გამოცხადდა. პოლიციის თანახმად, წინასწარი კვლევის თანახმად, საქმე სამრეწველო ავარიასთან გვაქვს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, უესტის, სადაც ათეულობით სახლი განადგურდა, მოსახლეობას, სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.
ყველაზე პოპულარული
1