Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში გამართა აქცია დევიზით „ევროპული არჩევანი“


თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გაიმართა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქცია, რომელშიც, სხვადასხვა ინფორმაციით, 5-10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციაზე დევიზით ”ევროპული არჩევანი”, გამოცხადდა, რომ ნაციონალური მოძრაობა იწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას, რომელიც „ოცნება კი არა, რეალური ხელშესახები შესაძლებლობაა“. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ახალი ეროვნული მოძრაობა ისეთ სამ მნიშვნელოვან პრინციპს დაეფუძნება, როგორიც არის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თავისუფლება, პიროვნულ-ეკონომიკური თავისუფლება და განვითარება და ქვეყნის მოდერნიზაცია - ანუ საქმე ეხება გლობალურ სამყაროში ქვეყნის ფუნქციის ახლებურ გააზრებას. აქციაზე შეკრებილებს მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც. მისი შეფასებით, 19 აპრილის აქციის დღე მთავრობისთვისაც გამოღვიძების დღეა და ის ლოზუნგი, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაშლიან და გაანადგურებენ, ლოზუნგად დარჩება. ნაციონალური მოძრაობის აქციამ ორი საათი გასტანა და მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.
XS
SM
MD
LG