Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაკავებულია


ბოსტონის პოლიციის ცნობით, ბოსტონის მარათონის დროს მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი ერთ-ერთი მამაკაცი დაკავებულია. ეს ცნობა შაბათ დილას გავრცელდა მას მერე, რაც სროლისა და აფეთქებების ხმები ისმოდა ბოსტონის გარეუბან უოტერტაუნში, სადაც პოლიცია ეძებდა 19 წლის ეთნიკურ ჩეჩენს, ჯოხარ ცარნაევს. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ნავში იმალებოდა უოტერტაუნში, ერთ-ერთი სახლის ეზოში. მანამდე რამდენიმე საათით ადრე ბოსტონში ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აუქმებენ ადრე გაცემულ განკარგულებას, რომელიც მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებდა. განკარგულების გაუქმებამდე ათასობით მძიმედ შეიარაღებული პოლიციელი ერთი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა ეჭვმიტანილს. აფეთქებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილი მეორე პირი, ჯოხარ ცარნაევის უფროსი ძმა ტამერლანი, ხუთშაბათს პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას იქნა მოკლული. ორშაბათს მომხდარ აფეთქებებს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 176 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG