Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში კონსტანტინ ლებედევის სასამართლო პროცესი იწყება


ორშაბათს მოსკოვის სასამართლოში ცნობილი რუსი სამოქალაქო აქტივისტის კონსტანტინ ლებედევის სასამართლო პროცესი იწყება. პროკურატურა მას მოსკოვში გასულ წელს ორგანიზებულ მასობრივ არეულობებში დებს ბრალს. წინასწარი გამოძიების თანახმად კონსტანტინ ლებედევს „მემარცხენე ფრონტის“ ლიდერ სერეგეი უდალცოვთან, სამოქალაქო აქტივისტ ლეონიდ რაზვოზჟაევთან და საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძესთან ერთად 2012 წლის მაისში მოსკოვის „ბალოტნაიას მოედანზე“ მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედებათ ბრალი. გასულ ოქტომბერში კრემლთან დაახლოებულმა რუსულმა ტელეარხმა აჩვენა დოკუმენტური ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რომ მოსკოვში არეულობების დაგეგმვის მიზნით გივი თარგამაძე კონსპირაციულად შეხვდა სერგეი უდალცოვს. მოგვიანებით რუსეთის პოლიციამ ლებედევი, უდალცოვი და რაზვოზჟაევი დააპატიმრა. გივი თარგამაძეზე კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG