ისრაელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაგეგმილი მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო შეთანხმება, ისრაელს რეგიონში სამხედრო ლიდერობას შეუნარჩუნებს. ორშაბათს ჰეიგელი ისრაელში შეხვდა ქვეყნის თავდაცვის მინისტრ მოშე იალონს იმ შეთანხმების ბოლო საკითხების დასაზუტებლად, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ისრაელის აღჭურვა თანამედროვე სარაკეტო სისტემებითა და თვითმფრინავებით. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჰეიგელმა გაიმეორა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შესაჩერებლად სამხედრო ოპერაცია კვლავ განიხილება ერთ-ერთ ვარიანტად. ისრაელი არ აპირებს, უარი თქვას გამაფრთხილებელ სამხედრო იერიშებზე ირანის ბირთვულ სადგურებზე. ამასთან, ირანი უარყოფს ბრალდებებს, თითქოს ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობდეს.
ყველაზე პოპულარული
1