Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის აფეთქებებში ეჭვმიტანილს ბრალი წარუდგინეს


აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბოსტონის მარათონზე აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილ პირს, ჯოხარ ცარნაევს წაუყენეს მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ბრალდება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, 19 წლის ცარნაევს, რომელიც ეთნიკური ჩეჩენია, სასიკვდილო განაჩენი ემუქრება. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ ცარნაევს წაუყენეს ასაფეთქებელი მოწყობილობით სხვისი საკუთრების განადგურების ბრალდებაც. ჯოხარ ცარნაევს ბრალი დღეს წარუდგინეს ბოსტონის საავადმყოფოში, სადაც ის მძიმე ჭრილობებით არის მოთავსებული. ის პარასკევს დააპატიმრეს ძებნის მასშტაბური ოპერაციისას, რომლის მსვლელობაშიც მისი უფროსი ძმა, ტამერლანი იქნა მოკლული. ვარაუდობენ, რომ ერთი კვირის წინ ძმებმა ცარნაევებმა აფეთქებები მოაწყეს ბოსტონის მარათონზე, რის შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა 173 ადამიანი. ბოსტონში და მასაჩუსეტსის შტატის სხვა ქალაქებში დღეს წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი აფეთქებების მსხვერპლთა ხსოვნას.
XS
SM
MD
LG