Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსტონის აფეთქებაში ეჭვმიტანილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს


ბოსტონის მარათონის დროს მოწყობილი აფეთქებების ერთადერთ ცოცხლად გადარჩენილ ეჭვმიტანილს, ჯოხარ ცარნაევს ოფიციალურად წაუყენეს ბრალდება, მათ შორის მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების თაობაზე. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს ან უვადო პატიმრობა ანდა სიკვდილით დასჯა ემუქრება. მძიმე მდგომარეობაში მყოფი 19 წლის ცარნაევი იმყოფება ბოსტონის საავადმყოფოში, სადაც მას ფედერალური ხელისუფლების ორმა წარმომადგენელმა ორშაბათს გააცნო ბრალდება. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, წინასწარი გამოძიებით ძმები რელიგიური მოტივაციით ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ როგორც ჩანს არ განეკუთვნებოდნენ ისლამისტურ ტერორისტულ ორგანიზაციებს. ჯოხარი და მისი ძმა ტამერლანი, ეთნიკური ჩეჩნები, ეჭვმიტანილნი არიან ერთი კვირის წინ ორი აფეთქების ორგანიზებაში ბოსტონში, რომლის შედეგად ბოსტონში სამი ადამიანი დაიღუპა და 170 დაიჭრა.
XS
SM
MD
LG