Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებელი კომისია რუსეთის ხელისუფლებას ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებს


დამოუკიდებელი კომისია რუსეთის ხელისუფლებასა და პოლიციას გასულ წელს ბოლოტნაიას მოედანზე 2012 წლის 6 მაისის საპროტესტო აქციის დროს ოპოზიციის წინააღმდეგ ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშაულებს. ცნობილი საზოგადო მოღვაწეებისა და უფლებათადამცველებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ, ანგარიში ორშაბათ საღამოს მოსკოვში გამართულ საჯარო შეხვედრაზე გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად პოლიციამ საგრძნობლად შექმნა საცობები, შეავიწროვა დემონსტრანტები და შეტაკებები რომ გამოეწვია, მათ რიგებში ძალიან დიდი რაოდენობით პროვოკატორი შეგზავნა. შარშან მაისში ბოლოტნაიას მოედანზე მომხდარი დაპირისპირების გამო, პოლიციამ დემონსტრაციაში მონაწილე 20 პირი დააკავა „მასობრივი არეულობაში“ მონაწილეობის ბრალდებით. საზოგადოებრივი კომისია აპირებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნა ეუთოს, ევროპის პარლამენტსა და გაეროს გაუგზავნოს.
XS
SM
MD
LG