Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის პრეზიდენტმა ენრიკო ლეტას დაავალა მთავრობის შექმნა


იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ წარომადგენელს, ენრიკო ლეტას დაავალა ახალი მთავრობის შექმნა. პრემიერ-მინისტრად ლეტას დასახელების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, დონატო მარამ გამოაცხადა. ლეტა მიჩნეულია ზომიერ პოლიტიკოსად, რომელიც მისაღებია მემარჯვენე-ცენტრისტული ძალებისთვისაც. ლეტას დანიშვნის შედეგად შესაძლოა, დასრულდეს გაურკვევლობა, რომელიც იტალიაში თებერვალში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა: არც ერთ პარტიას არ მოუპოვებია დამაჯერებელი უპირატესობა მთავრობის შესაქმნელად.
XS
SM
MD
LG