Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთში უმუშევრობამ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია


ესპანეთში უმუშევრობამ მორიგ სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია. 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, უმუშევართა რიცხვმა პირველად გადააჭარბა 6 მლნ ადამიანს, რაც, სტატისტიკის სახელმწიფო ინსტიტუტის მონაცემებით, 27,16%-ს შეესაბამება. ესპანეთი, რომელიც ევროზონაში სიდიდით მეოთხე ეკონომიკაა, ბოლო წლებში მწვავე რეცესიას განიცდის. პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის კონსერვატიული მთავრობა 2011 წლის დეკემბერში ჩადგა ხელისუფლების სათავეში დაპირებით, რომ სამუშაო ადგილებს შექმნიდა. რახოი პარასკევს წარმოადგენს რეფორმების პაკეტს ესპანეთის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად.
XS
SM
MD
LG