Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის შესახებ პრეზიდენტის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ელგუჯა გვაზავასადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც დევნილობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე ყოლბაიას დანიშვნაზე თანხმობის მიცემა მიზანშეუწონლად იმის გამო მიაჩნია, რომ ის "ბოლო წლებში აფხაზეთის ოკუპანტ ძალასთან საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ კავშირში მყოფი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ ლიდერად იქცა, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს 2008 წლის ომის დაწყებაში". მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უშულოდ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და თავმჯდომარეობის კანდიდატი ვახტანგ ყოლბაიაც გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის ცინიკური განცხადება შეურაცხმყოფელი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ ყველა დევნილისთვის, რომლებსაც პრეზიდენტმა სახლში დაბრუნების შანსები 2008 წელს კიდევ უფრო შეუმცირა, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ვახტანგ ყოლბაიამ.
XS
SM
MD
LG